ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას, - ამის შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე.
ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის კერძო დავა.
"ჩემი კომენტარი არის ის, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის და აქ ევროკავშირი მარტო არ არის, მედიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ასპექტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის", - აღნიშნა ელჩმა.