უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქანთარიამ განაცხადა, შესაძლოა ყოფილი ხელისუფლების წევრებმა ივანიშვილის ლიკვიდაცია განახორციელონ.
„თქვენი მთავარი სამიზნე ივანიშვილი დარჩა. ის უნდა აქციოთ ზღაპრის ბოროტ მდიდარ კაცად, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმდენი, რაც ამ კაცს აქვს აშენებული, მთლიანად არ ხართ „ნაციონალური მოძრაობა“. ესეც ჩაგივარდათ. ამის შემდეგ უკრაინაში მყოფი თქვენი ბოსების ერთადერთი გამოსვალია ივანიშვილის ლიკვიდაცია. თქვენი გამოცდილება, ბნელი წარსული ამას გვკარნახობს. ბათიაშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით ნიშანდობლივი იყო ამ მხრივ. გამოსავალს თქვენ ამაში ხედავთ. ამის გამოცდილება არსებობს, შარაძე, ვაზაგაშვილის აფეთქება, ხარძიანი და ასე შემდეგ. თქვენ იმ ხალხის მემკვიდრე ხართ, ვინც საგურამოში ილია ჭავჭავაძეს მიტინგი მოუწყო. მივმართავ ივანიშვილს, ფრთხილად იყოს“, - ამბობს ქანთარია.