თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

"გაზპრომთან" მოლაპარაკების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მომზადებისას ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს.

აქციის მონაწილეები "გაზპრომთან" მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქციაზე ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და პლაკატების გაკვრა აუკრძალა. თუმცა პოლიციელის მოთხოვნის მიუხედავად, მათ პლაკატების გაკვრა განაგრძეს.

როგორც "პირWელს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.