პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი დღეს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტზეც ისაუბრა.
"ჩვენ, სადაც არ უნდა შევიკრიბოთ, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ქუთაისში ვიღებთ; ასე რომ, პარლამენტი არის ქუთაისში და ჩვენ კონსტიტუციის რეჟიმს ვემორჩილებით", - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის პირადად უჭერდა მხარს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანას, ვერანაირად ვერ გადავა პარლამენტი ქუთაისიდან. ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მომავალშიც ქუთაისში დარჩება.