არავინ აპირებს იმ სიტუაციასთან მშვიდად შეგუებას, სადაც ხელისუფლების კრიტიკის არანაირი საშუალება არ იქნება, - ასე უპასუხა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა თანაგუნდელის ირმა ნადირაშვილის კითხვას იმის შესახებ, რამდენად მოახერხებს ოპოზიცია კოორდინირებულ მოქმედებას, "თუკი ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, "რუსთავი 2"-ის "კურიერი" "20/30"-ად გადააქციოს".
გოკა გაბაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სივრცის ხელისუფლების მიერ მონოპოლიზირებას არ შეეგუება.
"ამ შემთხვევაში ოპოზიცია იმოქმედებს კოორდინირებულად, პარტიული გამყოფი ხაზების მიუხედავად. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად იმოქმედებს, რადგან არჩევნების საკითხი იხსნება საერთოდ. აქ აღარ არის საუბარი იმაზე, მომავალ კონკურენციაში ვინ რა ადგილს დაიკავებს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა ნადირაშვილის პასუხად.
ამ წუთებში, პარლამენტში, მედიასაშუალებებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული განცხადების პროექტის განხილვა გრძელდება. მსჯელობის მთავარი თემა კი, "რუსთავი2"-ის გარშემო განვითარებული მოვლენებია.