„ირაკლი კოდუასა და მიხეილ სააკაშვილის გუნდს შორის „შავმა კატამ გაირბინა“

„ირაკლი კოდუასა და მიხეილ სააკაშვილის გუნდს შორის „შავმა კატამ გაირბინა“

გაზეთ „ვერსიის“ ინფორმაციით, უკრაინის გავლენიანი ოლიგარქი, მილიარდერი იგორ კოლომოისკი და სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა შვეიცარიაში, კერძოდ, ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ.

„ვერსია“ აღნიშნულ ინფორმაციას შვეიცარიაში მყოფ ქართველ ემიგრანტზე დაყრდნობით წერს, რომლის ცნობით, კოლომოისკის და კოდუას შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძლდება.

ქართველი ემოგრანტის თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა მისი ყურადღება მხოლოდ იმისა გამო გამოიწვია, რომ კოლომოისკი ღიად უპირისპირდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს.  

,,მან სააკაშვილს მკბენარა ძაღლიც'' უწოდა და მისი საქართველოში გაგზავნა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. „როდესაც უალიკაპო ძაღლი ვიღაცას კბენს, საჭიროა ძაღლის დასჯაც და პატრონისაც”, - აღნიშნა უკრაინელმა ოლიგარქმა და დასძინა, რომ ასეთ ცხოველებს, მსგავს შემთხვევაში, აძინებენ ხოლმე. კოლომოისკის თქმით, მან ,,იქ დაკბენილი ხალხისთვის პასუხი უნდა აგოს''.  ,,რაც შეეხება პატრონს, ჩვენ გვესმის, ვინ არის ის'', - განაცხადა ოლიგარქმა. შესაბამისად, ადვილად სავარაუდოა, რომ კოდუასა და ექსპრეზიდენტის გუნდს შორის „შავმა კატამ გაირბინა“. ახლა კი, ის ან ახალ კავშირებსა და ძალებს ეძებს ანდა ამ „ძალებმა“ იგი თავად იპოვეს. თუ ეს ასეა, ჟენევაში მილიარდერ იგორ კოლომოისკის კოდუასთან კონფიდენციალური შეხვედრა სწორედ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად შეიძლება მოვიაზროთ“,-წერს ვერსია