"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების 7 ათასამდე მოქალაქე იბრძვის

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების 7 ათასამდე მოქალაქე იბრძვის. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება , ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა ლიდერების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ სირიაში მიღებული გამოცდილება შემდგომში, ჩვენთან გამოიყენონ", - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს, უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ "თანამეგობრობის გარე საზღვრებთან არსებულ მდგომარეობას".