ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში მომხდარ აფეთქებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ბიბისი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ლოცვის დროს აიფეთქა.
სააგენტო "ფრანს პრესი", თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფეთქების შედეგად მეჩეთში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ძალადობრივი აქტების უმრავლესობა ქვეყანაში მოქმედ დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" მიერაა განხორციელებული.
ბოლო სამი თვის განმავლობაში, "ბოკო ჰარამის" მიერ ორგანიზებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 800 ადამიანი დაიღუპა.