ის, რაც ბოლო პერიოდში სატელევიზიო მედიაში ხდება, ადასტურებს, რომ ადგილი აქვს ხელისუფლების ორკესტრირებულ ქმედებას თავისუფალი მედიასივრცის შეზღუდვის მიზნით, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა გააკეთა.
გაბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის თემაზე გაამახვილა. მან ისაუბრა როგორც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით დაწყებულ სასამართლო დავაზე, ასევე, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე და აღნიშნა, რომ ის, რაც ხდება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების მიზანი მაღალრეიტინგული და კრიტიკული მედიის გაჩერებაა.
გაბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ თუკი "რუსთავი2" გაჩერდება, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მედიასაშუალებებთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებულ განცხადების პროექტს განიხილავს.