"ცხადია, რუსეთი თავის მხრივ დაინტერესებული იქნება ამ პროექტში ჩართულობით”

აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძის განცხადებით, პროექტი „ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელი“ გაამართლებს.

როგორც გიორგი ლობჟანიძემ „პირWელთან“ საუბრისას განაცხადა, ჩინეთსა და საქართველოს შორის „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ განვითარებისთვის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით, გამოჩნდა რეალური შესაძლებლობა, რომ ევროკაშირსა და ჩინეთს შორის ტვირთნაკადების ნაწილმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს.

„საქართველოს სახემელეთო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა შეძლებს მოემსახუროს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვას. საქართველოს მთავრობა ანაკლიის ნავსადგურს საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭედ, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთ მთავარ ლოგისტიკურ ცენტრად განიხილავს. აღნიშნული ნავსადგური უნდა მოემსახუროს ჩინეთიდან  ევროპისკენ მიმავალ ტვირთებს. ანაკლიის ნავსადგური იქნება უმსხვილესი არამხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და რაც მთავარია, ჩინეთიდან ევროპაში ტვირთვის გადაზიდვის საქართველოზე გამავალი მარშრურტი უმოკლესია. საქართველო შეასრულებს რეგიონული სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და სამრეწველო ჰაბის ფუნქციას და გახდება მნიშვნელოვანი რგოლი, ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფანი“,- აღნიშნა ლობჟანიძემ.

ლობჟანიძის განმარტებით, „ახალი აბრეშუმის გზა- ეკონომიკური სარტყელის“ პროგრამაში საქართველოს მეტი ინტეგრაციის შემდეგ, შესაძლებელია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ისეთ სექტორებში როგორიცაა: ტრანსპორტი, კომუნიკაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ტურიზმი.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ბევრი რისკფაქტორია, მათ შორის უმნიშვნოლოვანესი კი რუსეთის ფაქტორია.

„რასაკვირველია, ყველა რისკფაქტორი გასათვალისწინებელია, მათ შორის, რუსეთის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. ცხადია, რუსეთი თავის მხრივ დაინტერესებული იქნება ამ პროექტში ჩართულობით. თუკი რუსეთში გამოჩნდება ძალა, რომელიც საღ ეროვნულ ინტერესზე იდგება, ვფიქრობ, პარტნიორობის პრინციპმა უნდა გადასძალოს პოლიტიკური ამბიციები. ამდენად, ბევრი რისკფაქტორია, მაგრამ, ვფიქრობ, მთლიანად პროექტი ისე არის დამუშავებული, რომ საბოლოო ჯამში, მან უნდა გააამართლოს“, - აღნიშნა გიორგი ლობჟანიძემ.