ჩინური სააგენტო Shanghaidaily საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის , სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის, საქართველოში მყოფი ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელის შოქრატ ზაქრის შეხვედრას ეხმაურება.
როგორც ჩინური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის მიერ ინიცირებულ "ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელში".
"მხარეებმა განიხილეს აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და საქართველოს ისტორიული როლი ახალ კონტექსტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ახალი აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი ქვეყანა იქნება", - წერს ჩინური სააგენტო.
თბილისი "აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელიც ხვალ დასრულდება.
http://www.shanghaidaily.com/article/article_xinhua.aspx?id=305096