„ჰააგის პროცესის განახლება კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საქართველომ გამოძების შედეგები წარადგინოს“

„ჰააგის პროცესის განახლება კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საქართველომ გამოძების შედეგები წარადგინოს“

საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, საქართველო აღნიშნულ პროცესზე იმ შედეგებს წარადგენს, რომელიც გამოძიებამ დადო.

„ჰააგის პროცესის განახლება არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ საქართველომ გამოძების ის შედეგები წარადგინოს, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ. სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენ არ მიგვიწვდება კონფლიქტურ რეგიონებში ინფორმაციებზე ხელი და ალბათ ეს კიდევ უფრო გაამყარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორია იქნა ოკუპირებული, მოხდა ეთნიკური წმენდა, რის შედეგადაც, 400 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი გვაყვს, რომლებსაც 2008 წელს კიდევ დაემატა. რეალობა ამ სიტუაციაში არის ერთმნიშვნელოვანი და ეს რეალობა არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოხდა და რუსეთმა ამ შედეგით ისარგებლა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმომადგენლობა გაზარდა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.