„სტრატეგიული ობიექტების გასხვისების ფონზე რატომაა ღვინის და პომიდორის გაყიდვა სტრატეგიული დათმობა?!“

„სტრატეგიული ობიექტების გასხვისების ფონზე რატომაა ღვინის და პომიდორის გაყიდვა სტრატეგიული დათმობა?!“

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების კრიტიკას არ ეთანხმება.

ხვდება რატომ ატყდა ამბავი ენერგეტიკის მინისტრისა და "გაზპრომის" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მაშინ, როდესაც მათ თავიანთი მმართველობის დროს ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიჰყიდეს.

"ეს ყველაფერი იმდენად არასოლიდური, არასერიოზული მეჩვენება, მგონია ხოლმე, რომ სიპ ქვაზეა შექმნილი ეს ყველაფერი. მე მყავს წინა ხელისუფლებაშიც მეგობრები, კოლეგები და პირადად არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ადამიანებს საქმიანობის მიხედვით ვაფასებ ხოლმე. მინდა შევახსენო საზოგადოებას, წინა ხელისუფლების დროს რა სტრატეგიული ობიექტები გაიყიდა 2004-დან 2011 წლამდე. ენერგეტიკის სფეროდან: "ჟინვალჰესი" შეიძინა რუსულმა კომპანიამ. "ხრამი 1" მივყიდეთ რუსულ კომპანიას, "ხრამი 2" მივყიდეთ რუსულ კომპანიას, "გარდაბნის მე-9 ბლოკი" მივყიდეთ რუსულ კომპანიას, "თბილისის წყალი" მივყიდეთ რუსულ კომპანიას. რაც შეეხება საბადოებს: "მადნეული" მივყიდეთ რუსულ კომპანიას, "კვარციტი" მივყიდეთ რუსულ კომპანიას, "აზოტი" მივყიდეთ რუსულ კომპანიას. ბევრ დროს წაიღებს მთლიანად ამ ყველა კომპანიის ჩამოთვლა. ღვინის და პომიდორის გაყიდვა რა სტრატეგიული დათმობაა ამის ფონზე?! როდესაც ასეთი ბიოგრაფია გაქვს, ცოტა მორიდებულად უნდა იყო, როდესაც დღევანდელ ხელისუფლებას ეუბნები, რომ ღვინის, პომიდორის და "ზაკუსკის" მიყიდვა რუსეთისთვის დიდი დანაშაულია. ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგნი, რომ რუსულმა კომპანიებმა კანონიერების ფარგლებში საქართველოში იმუშაონ, თუმცა როდესაც ასეთი წარუსლით დღევანდელ ხელისუფლებას ედავები, რატომ გაიტანე ღვინო და ხილი რუსეთშიო, ლამაზი არ არის. ამაზე ხშირად მეთვითონ არ ვსაუბრობ, რადგან არ მსიამოვნებს", - აღნიშნა აბაშიძემ.