ვლადიმერ პუტინმა ვაშინგტონის პოზიციას სუსტი და არაკონსტრუქციული უწოდა

ვლადიმერ პუტინმა ვაშინგტონის პოზიციას სუსტი და არაკონსტრუქციული უწოდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას აშშ-ის პოზიციის არ ესმის, რადგან ვაშინგტონი ერთი მხრივ, სირიაში რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს , მეორე მხრივ კი, რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე უარს აცხადებს.

როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, პუტინმა ვაშინგტონის პოზიციას სუსტი და არაკონსტრუქციული უწოდა.

რამდენიმე დღის წინ, რუსული მხარე აშშ-ში დელეგაციის გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. სირიაში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უნდა ჩასულიყო, თუმცა აშშ-მ დელეგაციის მიღებაზე უარი თქვა.

როგორც თეთრი სახლი პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, აშშ მსგავს კონსულტაციებში დაინტერესებული არ არის, რადგან რუსეთი სირიაში "საკუთარი გეგმით" მოქმედებს.

დასავლეთში აცხადებენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთი, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ნაცვლად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტებს ებრძვის.