აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით ცნობილი ეკონომისტი და ინტელექტუალი ჰერნანდო დე სოტო წარსდგა. დე სოტო დამსწრე საზოაგდოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია დანარჩენი სტუმრების წარდგენა.
როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, ისიც განვითარებადი ქვეყნიდანაა, რომელსაც ძალიან ესაჭიროება რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან ურთიერთობა.
"მე ვარ ჩრდილოეთ ამერიკიდან, თუმცა მხვდა პატივი, წარმოგიდგინოთ ჩვენი პანელის მონაწილეები ამ მნიშვნელოვან კონფერენციაზე. თავად განვითარებადი ქვეყნიდან ვარ და შესაბამისად, ჩემს ქვეყანაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფრასტრუქტურის განვითარებას. გვესაჭიროება რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან ურთიერთობა. ჩვენს დღევანდელ წარმომადგენლობით შეხვედრაში მონაწილეობას 31 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს. ყველას გვესმის, რომ სიმდიდრე, კეთილდღეობა, ეს არის თანამშრომლობის შედეგი. თუ მიმოვიხედავთ გარშემო, შევხედავთ ამ შესანიშნავ შენობაში რა სიმდიდრეც არის, ეს ყევალფერი არის შექმნილი ადამიანების თანამშრომლობის შედეგად და ბატონმა სტაინმა ერთ წინანადადებაში შეაჯამა ყველაფერი, რომ ნივთები, სამყარო შედგება საგნებისგან და ურთიერთობებისგან და ამის გარეშე არაფერი არ ხდება. ურთიერთობები იქმნება თავად ადამიანების მიერ. ეს არის შედეგი კანონმდებლობის, კონსესნსუსის მიღწევის.", - განაცხადა ეკონომისტმა.
ფერნანდო დე სოტომ მაგალითად აშშ-ს შემთხვევა მოიყვანა.
"როდესაც ჯეფერნსონს ჰკითხეს, როცა ის ვირჯინიაში მსახურობდა, რას აკეთებთ თქვენ თქვენს ოჯახშიო, პასუხობდა, ლურსმნებს ვაკეთებო. იმ პერიოდში, როგორც იცით ლურსმნები ასე კეთდებოდა: მავთული იჭრებოდა პატარ-პატარა ფრაგმენტებად და შემდეგ უკეთდებოდა თავი. მთელი არსი ერის მშენებლობის ეს არის, თუ როგორ ვაკეთებთ ამ ლურსმნებს, როგორ ვაერთიანებთ ორ სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან. ეს არის მთელი პროცესი. დასავლეთ ამერიკაში როგორც იცით, აშენებდნენ ხის სახლებს, 15 წლის მერე წვავდნენ და ლურსმნებს აგროვებდნენ. დღეს მე რომ თქვენ გიყურებთ, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ ლურსმნების გამოყენებით აშენებთ თქვენს ქვეყანას. მინდა გისურვოთ წარმატება. ხუთი წუთი მქონდა გამოყოფილიდ და ზუსტად ხუთ წუთში ჩავჯექი, რაც ლათინოამერიკელისთვის ნამდვილად გასაოცარია", - განაცხადა დე სოტომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით დღეს და ხვალ თბილისში პირველად ტარდება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ქართული მხრიდან ფორუმის საორგანიზაციო საკითხებს წარმართავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროები.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას იღებს 30-მდე ქვეყნის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, აშშ-ის, თურქეთის, სამხრეთ კორეის, აზერბაიჯანის, ავღანეთის, სლოვენიის, უნგრეთის, იტალიის, სომხეთის, ჩეხეთის, ყაზახეთის და ა.შ. მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები. ასევე, 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესსექტორების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. სულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვია.