საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური მაუწყებლობების მთავარი ნიუსი საქართველოში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმია.
ახტაძის განცხადებით, დღევანდელი ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე რკინიგზაა.
„დღეს მართლაც ისტორიული დღეა. მსოფლიო ეკონომიკური და პოლიტიკური მაუწყებლობების მთავარი ნიუსი საქართველოში მიმდინარე „აბრეშუმის გზის“ ფორუმია. რაც შეეხება რკინიგზის მონაწილეობას და როლს ამ ყველაფერში, ბუნებრივია, ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აღნიშნულ იდეაში. მიმდინარე წლის თებერვალში, ვიცით, რომ განხორციელდა პირველი გადაზიდვა საკონტეინერო მატარებლის. ჩვენ ჩავეტიეთ 9-დღიან ვადაში, მაშინ, როცა ალტერნატივა წარმოადგენდა 45-დღიან პერიოდს. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენ დღეს სპეციალურ პანელს მივუძღვნით ამ პროექტს. დიდი დაინტერესებაა მონაწილე კომპანიებისგან, რომ განახორციელონ ინვესტიციები როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით. რკინიგზის მიმართულებით ვისაუბრებთ კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობაზე. აქ მნიშვნელოვანი როლი დაეთმობა ანაკლიის პროექტს, მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.