„აბრეშუმის გზა, ბევრი სფეროს განვითარებისთვის, უკეთეს პირობებს შექმნის“

„აბრეშუმის გზა, ბევრი სფეროს განვითარებისთვის, უკეთეს პირობებს შექმნის“

„აბრეშუმის გზის" ფორუმში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი ივაილო მოსკოვსკი ეწვია.

როგორც მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, აბრეშუმის გზის ინიციატივა პლატფორმას ქმნის ბევრი სფეროს ფარგლებში თანამშრომლობისათვის. 

„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას მოწვევისთვის. აბრეშუმის გზა აკავშირებს ძალიან ბევრ ინიციატივას, პლატფორმასა და პროექტს, მათ შორის , ევროკომისიის პროექტებს, ტრასეკა-ს პროექტს, აღმოსავლეთის ქვეყნების,  კერძოდ, ჩინეთის პროექტს „16+1“. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ეს პროექტები, რათა შევქმნათ უკეთესი პირობები ვაჭრობის, ტურიზმის განვითარებისთვის. ეს ეხება როგორც ჩვენ ორ ქვეყანას, ბულგარეთსა და საქართველოს, ასევე, შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყანას",- აღნიშნა ივაილო მოსკოვსკიმ.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი „აბრეშუმის გზის" ფორუმში მიიღებს მონაწილეობს და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები (ავღანეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ,  ბელარუსი, დანია, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი). ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.