პრემიერ-მინისტრმა მცხეთაში, სვეტიცხოველში შეკრებულ მრევლს მიმართა და მათ სვეტიცხოვლობა მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ერს გამთლიანება უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცა და აღნიშნა, რომ ილია მეორე ქართველი ხალხისთვის მაგალითის მიმცემია.
"ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს განსაკუთრებული დღეა და ეს ტაძარი არის მართლაც გამორჩეული, განსაკუთრებული. არ მეგულება ქართველი, რომელიც ამ ტაძარში შემოდის განსაკუთრებული მოწიწების გარეშე. მინდა ჩვენს უწმინდესს მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო დღეგრძელობა. თქვენ სწორდაც, რომ აერთიანებთ, ამთლიანებთ მთელ ერს. თქვენ მართლაც მაგალითის მომცემი ხართ ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას. თქვენ აღნიშნეთ, რომ სვეტიცხოვლობა არის განსაკუთრებული დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული. ეს მართლაც ასეა, ვინაიდან ამ დღეს თითოეული ქართველი არის შეკრებილი და ყველანი ვზეიმობთ დღევანდელ დღეს. სვეტიცხოვლობა არის სიმბოლო ჩვენი სარწმუნოების და სულიერი სიმტკიცის, ამიტომ მე მინდა ყველას გისურვოთ სულიერი სიმტკიცე, სიმშვიდე და გამთლიანება ჩვენი ქვეყნის, ერის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გავაერთიანოდ ჩვენი სამშობლო. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.