პენტაგონის განცხადებით, ერაყელი სამხედროები ქალაქ რამადიზე კონტროლის აღსადგენად მზად არიან

პენტაგონის განცხადებით, ერაყელი სამხედროები ქალაქ რამადიზე კონტროლის აღსადგენად მზად არიან

პენტაგონის განცხადებით, ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ერაყელი სამხედროები ქალაქ რამადიზე კონტროლის აღსადგენად მზად არიან.

როგორც ბიბისი" იტყობინება, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქს მაისიდან ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს.

პენტაგონის წარმომადგენელმა სტივ უორენმა განაცხადა, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ავიადარტყმების შედეგად ისლამისტების პოზიციები მნიშვნელოვნად დასუსტდა. ამერიკული ავიაციის ქმედებების შედეგად, დაიღუპა "ისლამური სახელმწიფოს" რამდენიმე ასეული მებრძოლი, განადგურებულია იარაღის საწყობები და მძიმე ტექნიკა.

პენტაგონის შეფასებით, ახლა რამადიში 600-დან 1 000-მდე მებრძოლი იმყოფება.