"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე, საგანგებო სხდომის მოწვევა, საჭიროა.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ენერგეტიკა ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, რომელმაც ყველას ყურადღება მიიქცია.
"ბუნებრივია, ეს განხილვა უნდა შედეგს. რა ფორმით შედგება, ეს თავად პრეზიდენტის და მთავრობის გადასაწყვეტია. კითხვებზე პასუხია საჭირო. პასუხი უნდა გაეცეს, რა მოლაპარაკებები შედგა, ხომ არ გვაბრუნებს ეს რუსეთთან გაზზე დამოკიდებულებაში და რამდენად სტაბილურად ვითარდება ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან. ეს ის შეკითხვებია, რომელიც მე და საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს და მათ პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" ენერგეტიკის ჯგუფთან შეხვედრას მოითხოვს, თუმცა ალასანიას განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს თავად მინისტრი კახა კალაძე მივა, თუ ვინმე სხვას გაუშვებენ, მთავარია საზოგადოებისთვის პასუხები, ნათელი იყოს.