„არასწორი იქნებოდა ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იკვეთება“

„არასწორი იქნებოდა ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იკვეთება“

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოსამართლეებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს.

ამის შესახებ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის თანახმადაც, სასამართლომ საბანკო ზედამხედველობის სამსახურის მუშაობა შეუჩერა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ პატივს ვცემთ, მოგვწონს ის, თუ არ მოგვწონს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეს არის ის, რაც მათ მიზანშეწონილად ჩათვალეს. ხელისუფლებამ ბუნებრივია პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პოლიტიკოსებს თავისი მოსაზრება ჰქონდეთ. ასე რომ, ყველა თავის შეფასებას აკეთებს. ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა ასეთი რამ ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იკვეთებოდეს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.