სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმია, ირანის, შიიტური ორგანიზაცია „ჰეზბოლასა“ და რუსული ავიაციის დახმარებით, ალეპოს რაიონში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებში სირიის ხელისუფლებასთან დაახლოებული, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა.
„ალეპოს რაიონში მასშტაბური შეტაკებისთვის მზადება მიმდინარეობს. ამოქმედებულნი არიან სირიის არმიის სერიოზული ძალები, „ჰეზბოლას“ ელიტური მებრძოლები და ათასობით ირანელი სამხედრო, რომლებიც ბოლო დროს გადაისროლეს სირიის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ინფორმირებულმა წყარომ და დასძინა, რომ ფსონი ირანულ დანაყოფებზე გაკეთდება.
დღეის მონაცემებით, სირიის არმია ალეპოს დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. ქალქის მეორე ნაწილი კი სხვადასხვა დაჯგუფებების ბოევიკების კონტროლქვეშაა.