ტონი ბლერი საქართველოს ეწვევა

ტონი ბლერი საქართველოს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ტონი ბლერი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ტონი ბლერის მეუღლის, ცნობილი ბრიტანული იურიდიული კომპანია Omnia Strategy-ის ხელმძღვანელის, ჩერი ბლერის შეხვედრაზე აღინიშნა. 
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით,  საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ჩერი ბლერს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ უმასპინძლა.
პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა საუბარი არაოფიციალურ გარემოში, ადმინისტრაციის ვერანდაზე განაგრძეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. 
ჩერი ბლერი საქართველოში პირველად იმყოფება.