„არ ვიცი პრეზიდენტს რა ინფორმაცია აქვს, რა საშიშროება გვაქვს“

„არ ვიცი პრეზიდენტს რა ინფორმაცია აქვს, რა საშიშროება გვაქვს“

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა ინფორმაციას ფლობს პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

როგორც ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის ინციატივის კომენტირებისას განაცხადა, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა აინტერესებს, მთავრობა სავარაუდოდ მზად იქნება მას ეს ინფორმაცია გაუზიაროს.

„არ ვიცი პრეზიდენტს რა ინფორმაცია აქვს, რა საშიშროება გვაქვს ენერგეტიკის თვალსაზრისით. თუ რაიმე ისეთი ინფორმაციაა, შეიძება განვიხილოთ, მაგრამ თუ აინტერესებს დღეს შექმნილი მდგომარეობა, ალბათ მთავრობა მზად იქნება მას ეს ინფორმაცია გაუზიაროს“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მთავრობის სხდომაზე "საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის" განხილვას ითხოვს. მთავრობის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ამ სხდომას თავად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი დაესწრებიან.