შერეგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვართან დამატებითი საგუშაგოები ხელს შეუწყობს ადგილზე მოსახლეობის მეტ თავისუფლებას.
მისი თქმით, გამყოფი ხაზის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა ძალიან შეზღუდულია.
„მიმაჩნია, რომ დამატებითი საგუშაგოები ხელს შეუწყობს ადგილზე მოსახლეობისთვის მეტ თავისუფლებას იმიტომ, რომ ძალიან შეზღუდულია გამყოფი ხაზის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა, როგორც ქართული, ისე ოსური. ამიტომ, რაც უფრო მეტი საგუშაგოები იქნება, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობისთვის, რადგან ძალიან შეზღუდულია მოსახლეობის გადაადგილება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.