მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის მთავრობის სხდომას ესწრებოდა, შესაბამისად, პრეზიდენტის რეზიდენციიდან მისული წერილი არ უნახავს.
მისი თქმით, მოხდება წერილის გაცნობა და ადმინისტრაცია მთავრობის რეგლამენტის და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.
„მე მთავრობის სხდომას ვესწრებოდი, ასე რომ, ჯერ არ მინახავს რა არის შემოსული. ვნახავთ, რა თქმა უნდა განვიხილავთ და განრიგის შესაბამისად ვიმოქმედებთ. გავეცნობით და მთავრობის რეგლამენტის და კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.