ქუთაისში სასულიერო პირი მეცხრე ვაჟის მამა გახდა. მამა ნიკოლოზის (ჟურავსკი) მეცხრე ვაჟი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატმა ნიკოლოზ ლატარიამ სამშობიარო სახლში მოინახულეს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ოჯახი ერთჯერად და ყოველთვიურ ფულად დახმარებას მერიისგან მიიღებს.
2006 წელს მამა ნიკოლოზი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა და ოჯახს 12 შვილზე მისცა კურთხევა. შესაბამისად, სასულიერო პირი და მისი მეუღლე 12 მოციქულის სახელზე კიდევ 3 ვაჟის გაჩენას გეგმავენ.