პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხის წამოწევას "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სკელუპაციებს" უკავშირებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი აღნიშნული თემით მიზანმიმართულად სპეკულირებენ.
"სამწუხაროა, რომ როცა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, როგორიც "აბრეშუმის გზის" ფორუმია, ჩვენი მედიის ყურადღება მიმართულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ წარმოწეული თემების აქტიურ გაშუქებაზე. ისეთზე, როგორიცაა სპეკულაციები "გაზპრომის" საკითხზე. ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი, მაგრამ ეს აჟიოტაჟი არ წყდება და არ წყდება მიზანმიმართულად. მათი მთავარი მიზანია, ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ამ კვირაში იმართება, გადაიფაროს და მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხებზე გადაიტანონ აქცენტები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ''გაზპრომთან'' მოლაპარაკებების საკითხის წამოწევას ''უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სკელუპაციებს'' უკავშირებს. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ისინი აღნიშნული თემით მიზანმიმართულად სპეკულირებენ.
"სამწუხაროა, რომ როცა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება, როგორიც "აბრეშუმის გზის" ფორუმია, ჩვენი მედიის ყურადღება მიმართულია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ წარმოწეული თემების აქტიურ გაშუქებაზე. ისეთზე, როგორიცაა სპეკულაციები ''გაზპრომის'' საკითხზე. ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი, მაგრამ ეს აჟიოტაჟი არ წყდება და არ წყდება მიზანმიმართულად. მათი მთავარი მიზანია ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ამ კვირაში იმართება გადაიფაროს და მოსახლეობისთვის ნაკლებად საინტერესო საკითხებზე გადაიტანონ აქცენტები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები ტექნიკური ხასიათისაა და აღნიშნულის დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა.
"ჩვენი მოსახლეობისთვის საინტერესოა ის პერსპერტივა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და არა ის, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ტექნიკურ საკითხებზე რატომ დაელაპარაკა "გაზპრომის" წარმომადგენლებს. "გაზპრომის" საკითხი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ძალიან მარტივი საკითხია და მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო - ჩვენი ქვეყანა არის დამაკავშირებელი როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის. "გაზპრომის" გაზსადენი მრავალი წელია და ეს არ დაწყებულა ჩვენი მთავრობის დროს, მიაწოდებს სომხეთს გაზს. ამ ტრანზიტში ჩვენი ქვეყანა ღებულობს გარკვეული მოცულობის გაზს და ვინაიდან სომხეთს სურს გაზის მოცულობის გაზრდა, ჩვენი ქვეყანაც, რა თქმა უნდა, არის დაინტერესებული, რომ მიიღოს გაზრდილი მოცულობის ბუნებრივი აირი. აქ რა არის ასეთი უჩვეულო და რა საჭიროა ამდენი ხმაური და აჟიოტაჟი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია",- განმარტა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, "გაზპრომთან" მოლაპარაკებები საქართველოს ინტერესების დაცვით ხორციელდება.
"ეს მოლაპარაკებები ყოვეწლიურად მიმდინარეობს და არის ტექნიკური ხასიათის. რა თქმა უნდა, ეს ხდება ჩვენი ინტერესების დაცვით, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს ჩვენს ქვეყანას",- აღნიშნა პრემიერმა.