საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამყარებს ეჭვებს, თუ როგორ იქნა გადაწყვეტილება მიღებული თვითონ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით , - ამის შესახებ დღეს საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საფინანსო ზედამხედეველობის სააგენტოსთვის მოქმედების შეჩერეას ეხება.
"ეს იყო ერთი ადამიანის კაპრიზი და ახირება, რომელმაც საკმაო ზიანი მიაყენა ჩვენს ფინანსებსა და ეკონომიკურ სტაბილურობას. გადაწყვეტილება, რომ წარმოებაში მიეღოთ, სარჩელი, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შალვა შავგულიძემ უმცირესობასთან ერთად მოამზადა, ჩემი აზრით, სწორია და ახალი სააგენტოს ფუნქციის შეჩერება ლოგიკურია. შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას სასამართლო პროცესი გვიჩვენებს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.