ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ სირიის ფრთის „ფრონტ ან-ნურსას“ ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-გოლანი აცხადებს, რომ რუსული ავიაციის იერიშების საპასუხოდ, ბოევიკები ასადის წინააღმდეგ თავდასხმებს გააძლიერებენ.
„ფრონტ ან-ნურსას“ ლიდერის თქმით, რუსეთის ავიაცია არა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს, არამედ პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე ამბოხებულების პოზიციებს ბომბავს.
ალ-გოლანი აცხადებს, რომ რუსეთმა აღმოსავლეთში ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო. ამასთან, როგორც „ფრონტ ან-ნურსას“ ლიდერი აღნიშნავს, სირიის ომი რუსეთს იმ საშინელებებს დაავიწყებს, რაც მათ ავღანეთში გადაიტანეს.