დრეზდენში ანგელა მერკელის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც "ევრონიუსი" იტყობინება, აქციას 9 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. დემონსტრანტებმა ქვეყნიდან ლტოლვილთა გაძევებაც მოითხოვეს.
აქცია ჯგუფ "პეგიდას" მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნულ ჯგუფში გაწევრიანებულნი არიან ევროპელები, რომლებიც "დასავლეთის ისლამიზაციის" წინააღმდეგ გამოდიან.
პარალელურად, დრეზდენში "პეგიდას" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელსაც 250-მდე ადამიანი დაესწრო.
სხვადსხვა მონაცემებით, წელს ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების თხოვნით გერმანიას 800 000-დან 1,5 მილიონამდე ადამიანი მიმართავს.