სირიელი ამბოხებულები კრემლს ტერაქტებით ემუქრებიან

სირიელი ამბოხებულები კრემლს ტერაქტებით ემუქრებიან

სირიის ქალაქ ჰომსის განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრმა გამოცემა „The Daily Beast“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამბოხებულები მზად არიან რუსეთის საჰაერო დარტყმებს გაუძლონ.

როგორც განმანთავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამბოხებულები გაუძლებენ რუსეთის საჰაერო არმიის იერიშებს, ხოლო შემდეგ, ტერაქტების მოწყობისთვის, საკუთარ აგენტებს რუსულ სამხედრო ობიექტებზე ჩანერგავენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოძრაობა, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ იბრძვის, რთულ ვითარებაშია, რადგან ამბოხებულთა ბაზები ქალაქ ჰამასა და ჰომსს შორის მდებარეობს, რომლებიც აქტიურად იბომბება რუსეთის ავიაციის მიერ.

მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამბოხებულებს რუსეთის ბაზების ადგილსამყოფელის დადგენა სურთ, რათა იქ მომავალში ტერაქტები განახორციელონ. ამასთან, მან დაამატა, რომ ამბოხებულებს სამეკავშირეო ურთიერთობების დამყარება აშშ-ს ხელისუფლებასთან სურთ.