გაცემული სამი წლის განმავლობაში დევნილებზე 3 373 ბინაა გაცემული. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, წლის ბოლომდე კიდევ 1450 ბინა გაიცემა.
"ამ 3 373 ბინის გარდა არის 721 ბინა, რომელიც გამოვისყიდეთ კერძო მესაკუთრეებისგან და გადაეცათ დევნილებს საკუთრებაში. ეს არის 18 ობიექტი, მათ შორის არის ისეთი ბინები, რომელიც არის ქალაქის ცენტრში. თითოეული მათგანი არის მაღალი დონის რემონტით", - განაცხადა სუბარმა.