ირანის პარლამენტმა ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კანონი დაამტკიცა. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო სააგენტო "ირნა" იტყობინება.
შეთანხმების იმპლემენტაციას 161-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 59 წინააღმდეგი იყო, 13-მა კი თავი შეიკავა.
დეპუტატების მოთხოვნით, შეთანხმების შესრულების ფარგლებში საერთაშორისო ინსპექტორების მიერ სამხედრო ობიექტების დათვალიერებაზე შეზღუდვები დაწესდება.
ირანმა და ე.წ. საერთაშორისო ექვსეულმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას 14 ივლისს მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, ირანის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციები მოიხსნება, საპასუხოდ კი ირანმა სამხედრო ობიექტები საერთაშორისო ინსპექტორებისთვის უნდა გახსნას.