ტუნისში ისლამისტების თავდასხმის შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა

ტუნისში ისლამისტების თავდასხმის შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა

ტუნისში ისლამისტების თავდასხმის შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. ტუნისის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეიარაღებული თავდასმა ალჟირის საზღვართან მოხდა. 
სააგენტო "ასოშიეითედ პრესის" ცნობით, პასუხისმგებლობა მომხდარისთვის "ალ-ქაიდას" ადგილობრივმა ფილიალმა აიღო.
უკვე მეხუთე თვეა ტუნისში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ექსპერტების მოსაზრებით, ვითარება ქვეყანაში მეზობელ ლიბიაში არსებული ქაოსის გამო გაუარესდა.