აშშ-მ სირიელ მეამბოხეებს 50 ტონა საბრძოლო მასალა მიაწოდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს. დაჯგუფება, რომელიც შეიარაღებით მოამარაგეს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვის.
როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, აღნიშნული შეიარაღება დაეხმარება მეამბოხეებს, ქურთებთან ერთად "ისლამური სახელმწიფოს" საყრდენი - სირიის ქალაქი რაყა გაათავისუფლონ.