საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
მათივე განმარტებით, მთავრობის მეთაური კახეთში ჩატარებული რთველის შედეგებით დაინტერესდა და ასევე მოისმინა ინფორმაცია რაჭაში მიმდინარე რთველზე.
"საუბარი შეეხო რეგიონებში ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესს", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.