ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი საპასუხო ქმედებებით უპასუხებს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
პესკოვის თქმით, ნატო თავისი ქმედებებისთვის "გამოგონილ საბაბებს" იყენებს და ეს საბაბი "მოჩვენებითი" საფრთხეა რუსეთიდან.
დიმიტრი პესკოვმა ასევე, "სამწუხარო" უწოდა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფელონის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსული აგრესიისგან დაცავავად, ლონდონი რეგიონში მცირერიცხოვან სამხედრო კონტინტენგს გააგზავნის.