ნატო-ს მინისტერიალის ღონისძიებებს პირველად ქართული სინქრონული თარგმანიც ექნება

ნატო-ს მინისტერიალის ღონისძიებებს პირველად ქართული სინქრონული თარგმანიც ექნება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც დაესწრება, ბრიუსელში თბილისის დროით 18.45 საათზე დაიწყება.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, წელს პირველად, სხდომის სინქრონული თარგმანი ინგლისურის, ფრანგულისა და რუსულის გარდა, ქართულ ენაზეც იქნება.

ქართული ენაზე სინქრონული თარგმანი ექნება აგრეთვე ნატო-ს გენერალური მდივნის,  იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენციას, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გაიმართება.

ბრიუსელში ამ წუთებში ნატო-ს მინისტერიალი მიმდინარეობს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე.

ბრიუსელში იმყოფებიან საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც გუშინ ერთობლივი შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან.