საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა, - აღნიშნული ინიციატივით მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიმართა.
მზის პანელების დამონტაჟება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში, რომელიც საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
მთავრობა მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რაც ენერგორესურსებზე მოთხოვნილების მართვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.