„ჩვენ კონსულტაციას ვიწყებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომ გავმართოთ ფართომასშტაბიანი აქციები“

„ჩვენ კონსულტაციას ვიწყებთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომ გავმართოთ ფართომასშტაბიანი აქციები“

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს და მთელს საქართველოში ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს.

ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა სერგო რატიანმა, დღეს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ „დღეიდან მას არ ექნება მოსვენება და მოსვენება არ ექნება მთავრობასაც“.

„რუსთავი 2“ ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ აცნობიერებს - ის ვერ მოიგებს არჩევნებს ამ გზით და ამიტომ სურს სამართლებრივი სივრციდან გასვლა. ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციას ყველა პოლიტიკურ ძალასთან იმისათვის, რომ გავმართოთ ფართომასშტაბიანი აქციები, იმისათვის, რომ გადავაყენოთ ეს ხელისუფლება და დავნიშნოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები იმისათვის, რომ დავამთავროთ ეს ხელისუფლება. ეს იქნება სამართლიანი, კონსტიტუციური გზა“, - განაცხადა რატიანმა.