ნუკრი ქანთარია

ნუკრი ქანთარია "ნაციონალებს" - როგორც კი კანონს გადაუხვევთ, დარწმუნებული იყავით, ბევრი თქვენგანი მოინახულებთ ძველ მეგობრებს "მატროსოვზე"

როგორც კი კანონს გადაუხვევთ, დარწმუნებული იყავით, ბევრი თქვენგანი და თქვენი მომხრე მოინახულებთ ძველ მეგობრებს "მატროსოვზე", - აღნიშნული განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით ბიუროს სხდომაზე ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.
ქუთაისში, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით ქანთარიამ პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" დააკისრა.
"გაფრთხილებთ, თუ თქვენ შემდგომში გააგრძელებთ თქვენ მხარდამჭერებზე ასე საზიანოდ მოქმედებას, ეს არავითარ შემთხევევაში არ დამთვრდება არც თქვენთვის კარგად. მოგიწოდებთ, იარეთ კანონის ზღვარზე. როგორც კი გადაუხვევთ კანონს, დარწმუნებული იყავით, რომ ბევრი თქვენგანი და თქვენი მომხრეები მოინახულებენ თავის ძველ მეგობრებს მატროსოვზე", – მიმართა ქანთარიამ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.