ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საარჩევნო რეფორმა, რომელსაც ოპოზიციას სთავაზობენ,

ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საარჩევნო რეფორმა, რომელსაც ოპოზიციას სთავაზობენ, "რევოლუციური გადაწყვეტილებაა"

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, საარჩევნო რეფორმა, რომელსაც მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს, "რევოლუციური გადაწყვეტილებაა".

როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა საარჩევნო სისტემაში იმ ტიპის ცვლილებების განხორციელება, რასაც მმართველი გუნდი გეგმავს.

"საზოგადოებას არ აქვს განცდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ოდესმე კიდევ იქნება უსამართლო არჩევნები. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ დემოკრატიული ღირებულებების ერთგული ვიყოთ. რასაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, ქვეყანას, ოპოზიციას, საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში ეს არის რევოლუციური გადაწყვეტილება. ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო". - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დღეს გადასვლა "უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ამას საკონსტიტუციო მხარდაჭერა ვერ ექნება".

"ეს არის რეალობა და ყველაზე სწორი იქნებოდა, პოლიტიკური პარტიებს ჰქონოდათ გამბედაობა და ეღიარებინათ, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის რევოლუციური გადაწყვეტილება", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.