"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, დღეს 19:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას გამართავენ.
როგორც უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისინი ქუთაისში, პარლამენტთან დაკავებული მათი სამი მომხრის მხარდამჭერ აქციებს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავენ, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
გივი თარგამაძის თქმით, ეს პირადად არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება აღსრულებაში მოიყვანა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი ზონის" 3 წევრს წინასწარი პ ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულებს ბრალად ედებათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. აქციის მონაწილეები უკვე თბილისისკენ მოემართებიან.