რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ავიაციამ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ტერორისტების შენიღბულ ბაზებზე 6 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
სუ-25-ის ტიპის მოიერიშეებმა, სირიაში, კესლაჯუკის რაიონში, ტერორისტების მოსამზადებელ ბანაკზე განახორციელეს თავდასხმა და ბოევიკების სამალავი, ასევე, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების სახელოსნო გაანადგურეს.
რუსულმა თვითმფრინავება, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიაიერიშებში მონაწილეობენ, 3 დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული ფრენა განახორციელეს, რის შედეგადაც, ტერორისტული დაჯგუფების ნახევარ ასეულზე მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს.