როგორც ერთ-ერთი რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, „ისლაური სახელმწიფოს“, „ჯებხატ ან-ნურსა“ და „ჯეიშ ალ-იარმუკის“ 3 ათასამდე ბოევიკმა სირია დატოვა და იორდანიაში გადავიდა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინკოგნიტო სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ბოევიკების ქვეყნიდან წასვლის მიზეზი, სირიის არმიის მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმა გახდა.
წყაროს ინფორმაციით, სირიის არმიამ 4 ოქტომბერს დამასკოს შემოგარენში, მათ შორის, ქალაქ პალმიირში, ბოევიკების პოზიციები დაბომბა.