ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიის ქალაქ პალმირაში ტრიუმფალური თაღი ააფეთქეს. ამის შესახებ "ბიბისი", სირიის სიძველეების დაცვის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით იტყობინება.
ისტორიკოსების მოსაზრებით, II საუკუნეში აშენებული თაღი ძველი რომის ეპოქაში, ერთ-ერთი იმპერატორის გამარჯვების სიმბოლო იყო.
მანამდე, ისლამისტებმა პალმირას ტერიტორიაზე 2 ტაძარი გაანადგურეს. იუნესკოში აცხადებენ, რომ უძველესი მონუმენტების განადგურება - "ტრაგედიაა მთელი მსოფლიოსთვის".
პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. ბიბლიის თანახმად, ქალაქი მეფე სოლომონმა ააშენა.
"ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა" პალმირაზე კონტროლი მაისში დაამყარეს.