ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს გაამრთულ ბრიფინგზე უპასუხა. დვალის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სცემა, ტყუილია.
დავით დვალის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მავანთა პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო გამოძიების პერიოდში მის მიმართ დამატებითი კითხვების თავიდან აცილების მიზნით, თანამდებობაზე უფლებამოსილების გამოძიების დასრულებამდე შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დვალის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს.