ქუთაისში მოშიმშილეებს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდა. ქუთაისში, მერიის შენობის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გრძელდება, სადაც მესამე დღეა 5 ადამიანი შიმშილობს. დღეს დილით მოშიმშილეებს კიდევ ორი ადამიანი შეუერთდა.
აქციის მონაწილეების თქმით, დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს იმ სამი პირის საქმეს, რომლებიც პარლამენტის შენობასთან 3 ოქტომბერს, "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. მათივე თქმით, თუ სასამართლო მათ პატიმრობას შეუფარდებს, ისინი უვადო შიმშილობას გააგრძელებენ.
დაკავებულებს ბრალად ედებათ უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორქთიფანიძესთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.