საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის სამხედრო ტერიტორიაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის, I კლასის რიგითი თამაზ ვაჟას ძე თამარაშვილი გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მისი შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება. საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია იძიებს.
თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და თამაზ თამარაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.